კვირა, აპრილი 19, 2026
Home პოლიტიკა ემანეულ მაკრონი – არჩევნების მანიპულაციები მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში გვაჩვენებს, რომ უსაფრთხოება და დემოკრატიების სათანადო ფუნქციონირება ყოველთვის გარანტირებული არ არის

ემანეულ მაკრონი – არჩევნების მანიპულაციები მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში გვაჩვენებს, რომ უსაფრთხოება და დემოკრატიების სათანადო ფუნქციონირება ყოველთვის გარანტირებული არ არის

by admin

არჩევნების მანიპულაციები მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში გვაჩვენებს, რომ ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი დემოკრატიების სათანადო ფუნქციონირება ყოველთვის გარანტირებული არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავის საახალწლო მიმართვაში განაცხადა:

“ომები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში შორეული კონფლიქტები არაა. ისინი ჩვენ პირდაპირ გვეხება და საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს ერთობას, ჩვენს ეკონომიკას.

ბოლო მოვლენები სირიაში, არჩევნების მანიპულაციები მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში, ტერორისტული თავდასხმები ევროპასა და ჩვენს სამეზობლოში გვაჩვენებს, რომ ჩენი უსაფრთხოება და ჩვენი დემოკრატიების სათანადო ფუნქციონირება ყოველთვის გარანტირებული არ არის. ევროპას აღარ შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სხვა ძალებისთვის დელეგირება”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay