შაბათი, აპრილი 25, 2026
Home კულტურა 2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების 90%-ზე მეტს და 2030 წლისთვის მზად ვიქნებით ევროკავშირში გასაწევრიანებლად

2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების 90%-ზე მეტს და 2030 წლისთვის მზად ვიქნებით ევროკავშირში გასაწევრიანებლად

by admin

2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ქართველი ელჩების კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

“ძვირფასო დიპლომატებო, მოგეხსენებათ საქართველო მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს გახლავთ ჩვენი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც გამყარებულია ჩვენი კონსტიტუციით და ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ევროინტეგრაციის და ჩვენს მიერ კონსტიტუციით გარანტირებული პროდასავლური კურსი ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის. ქვეყნის როგორც საშინაო ისე საგარეო კუთხით არაერთ სპეკულაციასთან გვქონდა საქმე და ვიცით, რომ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ემსახურება ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ, ჩვენი ვალია, მსგავს სპეკულაციებს სიმართლე დავუპირისპიროთ. დღეს ქვეყანაში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი და მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. 2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველო ახლაც მზად არის, ნებისმიერ დროს დაიწყოს მოლაპარაკებები. ნებისმიერ დროს ჩვენი ქვეყანა მზად იქნება იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები და დავიწყოთ პროცესი”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay