აქციის მონაწილეებში ხშირად იყო პოლიციელების მიმართ საგნების სროლა, მერე აქციის მონაწილეების დემონიზება. ესენი არ არიან აქციის მონაწილეები, საზოგადოებამ რომ იცოდეს. ესენი არიან 500 და 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად იგინებიან და ისვრიან, მსგავს სიბინძურეს აკეთებენ, რომ მერე მთლიანი აქცია მახინჯად და დემონიზებულად აქციონ. აქციებზე ახალგაზრდები დგანან, გესაუბრებიან ჯავახიშვილის ციტატებით. აი, წადით, ჩაწერეთ მაღალი თანამდებობების პირები, ვინ იყო მიხეილ ჯავახიშვილი იმას ვერ გეტყვიან, არათუ, მისი შემოქმედება იცოდნენ. ძალიან განათლებული ახალგაზრდობა დგას იქ და ღირებულებებით სავსე ადამიანები – განაცხადა პოლიციის პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ნოდარ მელაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.