ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home მსოფლიო ზელენსკი – დატყვევების შემდეგ დაიღუპა ჩრდილოეთ კორეის რამდენიმე დაჭრილი ჯარისკაცი

ზელენსკი – დატყვევების შემდეგ დაიღუპა ჩრდილოეთ კორეის რამდენიმე დაჭრილი ჯარისკაცი

by admin

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიერ დატყვევების შემდეგ დაიღუპა ჩრდილოეთ კორეის “რამდენიმე” ჯარისკაცი, რომლებიც მძიმედ დაიჭრნენ რუსეთის მხარეს ბრძოლაში. ზელენსკის თქმით, მოსკოვი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა სიცოცხლეს.

უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებები – რომ ფხენიანის მიერ რუსეთში გაგზავნილ სამხედროთა რიგებში მნიშვნელოვანი დანაკარგები აღინიშნება, რუსეთის კურსკის რეგიონში ბრძოლისას.

უკრაინის ლიდერმა მოსკოვს და ჩრდილოეთი კორეის მხრიდან ამ პროცესების უზრუნველმყოფელ ძალებს ბრალი დასდო ჯარისკაცების დაუცველად დატოვებაში ბრძოლის ველზე, და ჯარისკაცების მოკვლაშიც, მათი ტყვედ ჩავარდნის პრევენციის მიზნით.

მანამდე სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap-მა ამ ქვეყნის ეროვნული დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ჩრდილოეთ კორეის ერთი სამხედრო დაიღუპა იმ ჭრილობების შედეგად, რომლებიც უკრაინის ძალების მიერ ტყვედ აყვანამდე მიიღო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay