ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home საზოგადოება ნინო სუხიშვილი – მინდა, გავიხსენო მაჰათმა განდის სიტყვები – ჯერ გაიგნორებენ, მერე დაგცინიან, მერე გებრძვიან და ბოლოს იმარჯვებ

ნინო სუხიშვილი – მინდა, გავიხსენო მაჰათმა განდის სიტყვები – ჯერ გაიგნორებენ, მერე დაგცინიან, მერე გებრძვიან და ბოლოს იმარჯვებ

by admin

“მინდა, ჩემი სოლიდარობა გამოვხატო ყველა პატიმრის, დაზარალებულის, ნაცემის, დასახიჩრებული ადამიანის მიმართ, რომელიც ასე უმოწყალოდ გაიმეტა ჩვენმა ე.წ. ხელისუფლებამ. შიშზე იყო საუბარი, გამახსენდა 37 წელი, რომელიც გვახსოვს ბებია-ბაბუების მოყოლილი. ის ახალგაზრდები, ვინც უკვე თითქმის 1 თვეა ქუჩაში დგას, მათ შიში არ აქვთ, იმათ ვერავინ შეაშინებს, ისინი რისკიანი თაობაა, ის თაობაა, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნისთვის, მომავლისთვის და თავისუფლებისთვის.

თავისუფლება ხომ მხოლოდ სიტყვა არაა, თავისუფლებას მოპოვება უნდა, თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო და ეს ის თაობაა, რომელიც არ გაჩერდება, რომელიც არ დაემონება, მათ არ უნდათ, რომ რუსეთის გუბერნიად გადააქციონ საქართველო, მათ უნდათ მომავალი თავისთვის, ეს ის თაობაა, რომელშიც პირიქით, უნდა ჩადონ ინვესტიცია, გვერდზე უნდა დაუდგნენ, უნდა მოუსმინონ, ხომ მთავრობის პასუხისმგებლობაა ამ საზოგადოების გახლეჩა? ის, რომ ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს, ხომ არ ნიშნავს, რომ არაა შენი მოქალაქე. ჩვენ ხომ ტრადიციული ქვეყანა ვართ, როგორც ტრადიციულად ოჯახის უფროსია პასუხისმგებელი თავის ოჯახის მიმართ, ასევე უნდა იყოს ხელისუფლება პასუხისმგებელი, ის არის დამნაშავე, რომ გახლეჩილია ერი შუაზე, ისაა დამნაშავე, რომ ეს ახალგაზრდები მთელი ღამე დგანან ქუჩაში, ეს ხომ ასიათასობით ადამიანია, ეს ხომ არაა მართლა 300-400 კაცი, რომელიც არ დანებდება და ეს გაგრძელდება, უსასრულოდაც რომ გაგრძელდეს, მე მჯერა, რომ ეს ახალგაზრდები მიაღწევენ და თავის სათქმელს იტყვიან, რადგან იციან, რომ მათი მომავალი არის ევროპაში, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება.

არ შე­იძ­ლე­ბა რომ მი­ვი­დეთ სა­მო­ქა­ლა­ქო ომამ­დე, არ შე­იძ­ლე­ბა გა­უ­თა­ვებ­ლად გვა­ტყუ­ებ­დნენ ხან ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბით, ხან ომით, ეს არ არის სე­რი­ო­ზუ­ლი, მე თავს ვთვლი პატრიოტად, მთელი ჩემი ცხოვრება ეროვნულ საქმეს ვაკეთებ და მინდა ჩემს ქვეყანას ჰქონდეს ის მდგომარეობა, ის მომავალი, რასაკვირველია, ევროპისკენ ჰქონდეს უფრო გეზი და არა დავუშვათ, იმ შავბნელი რუსეთისკენ, რომელიც მტრად იყო აღიარებული, ზუსტად რუსეთი გვართმევდა ღირებულებებს. მინდა, გავიხსენო მაჰათმა განდის სიტყვები, რომელიც ძალიან უხდება ჩვენს მდგომარეობას: ჯერ გაიგნორებენ, მერე დაგცინიან, მერე გებრძვიან და ბოლოს იმარჯვებ” – თქვა ქართული ნაციონალური ბალეტის, “სუხიშვილების” დირექტორმა, ნინო სუხიშვილმა “TV პირველის” ეთერში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay