102
“საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველომ რეაგირება უნდა იქონიოს შეშფოთებებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. ეს არის ყველა სახელმწიფოს ლეგიტიმური შეშფოთების საკითხი და არ წარმოადგენს შიდა საქმეს. ეუთო-ში ჩვენ ვთანხმდებით – უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გარეშე.” – წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე ეუთოს მიერ ვენის (ადამიანური განზომილების) მექანიზმის გაააქტიურებასთან დაკავშირებით.