ორშაბათი, ნოემბერი 2, 2026
Home მსოფლიო დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

by admin

Financial Times – დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და ნატო-ს მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდა მოსთხოვა.

გამოცემის წყაროების განცხადებით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს და ომის დაუყოვნებლივ დასრულება სურს. თუმცა, მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ იდეას შეესაბამება.

ამასთან, დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას და მშპ-ის 5%-მდე გაზრდას სთხოვს, თუმცა გამოცემის წყაროს ცნობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3,5%-მდე გაზრდასაც დათანხმდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay