დემოკრატები უკრაინის მხარდაჭერას პრიორიტეტად ასახელებენ და აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის ახალი დახმარების დამტკიცებას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
კერძოდ, აღნიშნება, რომ დემოკრატები, რომლებმაც აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად უმრავლესობა მოიპოვეს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში, შეძლებენ უკრაინისთვის ახალი დახმარების დამტკიცებას.
“კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის დამყარების შემდეგ, იანვრიდან დემოკრატებს შეეძლებათ იმის განსაზღვრა თუ რაზე იყოს კენჭისყრა და როდის. ეს საშუალებას მისცემს მათ დაამტკიცონ ახალი დახმარება უკრაინისთვის, რომელიც დიდი ალბათობით მოიპოვებს უმრავლესობის საჭირო ორ-მესამედ ტრამპის ვეტოს დასაძლევად,” – წერს საინფორმაციო სააგენტო.
Reuters ასევე აღნიშნავს, რომ დემოკრატების მრჩევლები კიევის მხარდაჭერას პრიორიტეტად ასახელებენ. მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფაქტობრივად შეწყვიტა უკრაინის პირდაპირი სამხედრო და ფინანსური დახმარება, ამ დახმარებისადმი კონგრესის ფართო ორპარტიული მხარდაჭერის მიუხედავად.
დემოკრატები ასევე შეძლებენ რუსული დიზელის საწვავის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების წინააღმდეგ ფიკუსირებას. Reuters აღნიშნავს, რომ დემოკრატმა კონგრესმენმა, გრეგორი მიკსმა, რომელიც, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდება, ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო ბაზარზე რუსული დიზელის საწვავის დასაბრუნებლად ტრამპის გეგმის ბლოკირებას