ხუთშაბათი, ნოემბერი 5, 2026
Home კულტურა არჩევნებში მარცხის მიზეზი ირანთან ომია – ჯეი დი ვენსი

არჩევნებში მარცხის მიზეზი ირანთან ომია – ჯეი დი ვენსი

by admin

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიზეზი, რის გამოც “რესპუბლიკურმა პარტიამ” შუალედური არჩევნები წააგო და როგორც სენატზე, ასევე წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დაკარგა, ირანთან ომია.

„ჩვენი წაგების მიზეზი ომია. პრეზიდენტმა თავად თქვა ეს გუშინ ღამით“, – წერს ვენსი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, არჩევნებში მთავარი პრობლემა ის იყო, რომ „ბევრმა ადამიანმა, ვინც ტრამპსა და ვენსს 2024 წელს უჭერდა მხარს, 2026 წელს დემოკრატებს მისცა ხმა“.

ვიცე-პრეზიდენტი ოთხ ნაბიჯს გამოყოფს, რომელთა შესრულებაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ამომრჩევლების ხმების დაბრუნებას. ესენია ომის დასრულება, ცხოვრების ღირებულებასა და ინფლაციაზე ფოკუსირება, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკის განხორციელება და ისრაელთან ურთიერთობების გადახედვა.

ამავდროულად, ვენსი მიგრაციის პოლიტიკას ამომრჩევლებისთვის გადამწყვეტ ფაქტორად არ მიიჩნევს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay