სამშაბათი, ნოემბერი 3, 2026
Home პოლიტიკა აშშ-ში დღეს შუალედური არჩევნები ჩატარდება

აშშ-ში დღეს შუალედური არჩევნები ჩატარდება

by admin

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნების დაწყებამდე წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 54 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა. კონგრესის შუალედურ არჩევნებში ამერიკელი ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს, ხოლო კონგრესის 100 წევრიდან 35-ს ირჩევენ.

ამჟამად, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 218 „რესპუბლიკელი“, 214 „დემოკრატი“, ერთი დამოუკიდებელი წევრი და ორი თავისუფალი ადგილია. სენატში 53 „რესპუბლიკელი“, 45 „დემოკრატი“ და 2 დამოუკიდებელი სენატორია, რომლებიც კენჭისყრაში „დემოკრატებთან“ ერთად მონაწილეობენ.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები რამდენიმე შტატის გუბერნატორსაც ირჩევენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay