ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
Home საზოგადოება შვეიცარიელმა ამომრჩევლებმა ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამკაცრებას მხარი არ დაუჭირეს

შვეიცარიელმა ამომრჩევლებმა ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამკაცრებას მხარი არ დაუჭირეს

by admin

შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (SRF) პროგნოზების თანახმად, მოსალოდნელია, რომ კვირას გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩევლები უარყოფენ წინადადებას ნეიტრალიტეტის რეჟიმის გამკაცრების შესახებ, – ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

SRF-ის მონაცემებით, ნეიტრალიტეტის წესების გამკაცრებას მხარი ამომრჩეველთა 29%-მა დაუჭირა, ხოლო 71% წინააღმდეგი იყო.

რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა ეკუთვნის ასოციაცია „Pro Schweiz“-ს – მემარჯვენე ორგანიზაციას, რომელსაც კავშირი აქვს მემარჯვენე პოპულისტურ „შვეიცარიის სახალხო პარტიასთან“.

ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ შვეიცარიის მთავრობა ზედმეტად დაუახლოვდა ევროკავშირსა და ნატო-ს. „Pro Schweiz“-ი აცხადებდა, რომ მათი მიზანია: შვეიცარიის ნეიტრალიტეტი „მუდმივად და გამონაკლისის გარეშე“ გავრცელდეს, შვეიცარიამ შეინარჩუნოს თავდაცვისუნარიანი არმია, არ ჩაერთოს მესამე მხარეებს შორის კონფლიქტებში, არ გაწევრიანდეს თავდაცვით ალიანსში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას თავს დაესხმებიან

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay