ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
Home პოლიტიკა გადაწყვეტილება მივიღეთ სომხური პროდუქციის 80% ევროკავშირში ტარიფების გარეშე დავუშვათ, ეს ჩვენი პასუხია რუსეთისთვის, რომელმაც ბაზარი დახურა სომეხი მწარმოებლებისა და ფერმერებისთვის – მარტა კოსი

გადაწყვეტილება მივიღეთ სომხური პროდუქციის 80% ევროკავშირში ტარიფების გარეშე დავუშვათ, ეს ჩვენი პასუხია რუსეთისთვის, რომელმაც ბაზარი დახურა სომეხი მწარმოებლებისა და ფერმერებისთვის – მარტა კოსი

by admin

ევროკავშირი სომხური პროდუქციის 80%-ს ტარიფების გარეშე დაუშვებს. ამის შესახებ განცხადებას გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი ავრცელებს.

ევროკომისარი უსვამს ხაზს, რომ ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს სომხეთის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი

“დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ სომხური პროდუქციის 80% ევროკავშირში ტარიფების გარეშე დავუშვათ.

ეს ჩვენი პასუხია რუსეთისთვის, რომელმაც თავისი ბაზარი დახურა სომეხი მწარმოებლებისა და ფერმერებისთვის მას შემდეგ, რაც სომხეთმა ევროპასთან დაახლოებაზე დემოკრატიული არჩევანი გააკეთა.

ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს სომხეთის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი”, – წერს კოსი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay