ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Home პოლიტიკა კახა კალაძე – პირდაპირ უნდა ითქვას, რომ უცხოური ძალა აფინანსებდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას

კახა კალაძე – პირდაპირ უნდა ითქვას, რომ უცხოური ძალა აფინანსებდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას

by admin

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აქციების ძალადობრივი მხარე იმართებოდა იმ ორგანიზაციებიდან და პარტიებიდან, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან.

“დღეს უკვე ცხადი გახდა ყველასთვის, რომ აქციის ძალადობრივი მხარე იმართებოდა იმ ორგანიზაციებიდან და პარტიებიდან, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან უცხოეთიდან. როგორც კი მათ ხელიდან გამოეცალათ ძალადობის ინსტრუმენტები, აქცია მაშინვე გახდა მშვიდობიანი. შესაბამისად, სამართალდამცავების მხრიდან რეაგირებაც აღარ გახდა საჭირო.

მახსოვს, როდესაც “გამჭვირვალობის კანონი”მივიღეთ, ბევრი ჩვენი მოქალაქე სვამდა კითხვას – რატომ გახდა საჭირო ამ კანონის ამოქმედება? მეგობრებო, აი, ამიტომ იყო საჭირო და აუცილებელი “გამჭვირვალობის კანონის“”მიღება, რათა იმ რადიკალური და ძალადობრივი ორგანიზაციების ფინანსები გახდეს საჯარო, რომლებიც ქვეყანაში მუდმივად არიან არეულობის, დაპირისპირების, საზოგადოების გახლეჩის წყარო, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მაშინ ამას მოყვა მწვავე რეაქცია ე.წ. მეგობრების მხრიდან, რაც ყველამ ვიხილეთ – წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა და ცილისწამება. თითქოს ეს კანონი იყო ანტიდემოკრატიული, რაც დღემდე ვერავინ ახსნა და გვაშორებდა ევროპულ ღირებულებებს. შემდეგ დაიწყო მუქარა მოლაპარაკებების გაჩერების, ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების შესახებ. მიზანი გახლდათ ისევ და ისევ ქაოსი, არეულობა, რევოლუციური მუხტის შექმნა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ უცხოური ძალა აფინანსებდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას მოსყიდული აგენტურის ხელით”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay