სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ „აყვავებული სომხეთისა“ და „სომხეთის“ ლიდერები, გაგიკ ცარუკიანი და რობერტ ქოჩარიანი ციხეში უნდა ჩასვან.
„დიახ, ისინი ციხეში უნდა ჩასხდნენ. გაგიკ ცარუკიანს და რობერტ ქოჩარიანს უნდა ჩამოერთვათ ის ფული, რომელიც მათ ქრთამის სახით შეეძლოთ გაენაწილებინათ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი თქმით, „მაფიის დრო დასრულდა“.
„ეს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა და ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ამას არ აკეთებს, არ შეიძლება ეს არ გააკეთოს. ამას მე არ ვამბობ – ამას სომეხი ხალხი ამბობს. ვინმემ სცადოს და ეს არ გააკეთოს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი დღეს დააკავეს. სომხეთის პროკურატურამ ქოჩარიანის წინააღმდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურამ ბრალი კიდევ 9 პირს წაუყენა, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის უფროს ვაჟს, სედრაკ ქოჩარიანსა და სომხეთის მესამე პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს. რობერტ ქოჩარიანის ადვოკატის ცნობით, დაკავების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს