სამშაბათი, აგვისტო 25, 2026
Home მსოფლიო უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„Patriot-ის ცოტაოდენი რაკეტა მივიღეთ. ზუსტად ვერ ვიტყვი, თუ რამდენი, მაგრამ მცირე რაოდენობით და ჩვენ მეტი გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინამ სხვა სახის დახმარების პაკეტებიც მიიღო.

„მივიღეთ, ვერ ვიტყვი რომელი ქვეყნიდან, Crotale-ს საჰაერო თავდაცვის სისტემისა და რაკეტების გადმოცემის დადასტურება. ასევე, AIM-ის ტიპის რაკეტები მივიღეთ. ჩვენთვის ეს რაკეტები ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay