სამშაბათი, აგვისტო 25, 2026
Home მსოფლიო მოსკოვში აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩაფრინდა

მოსკოვში აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩაფრინდა

by admin

აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing C-17A Globemaster III მოსკოვში დაეშვა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ფრენების მონიტორინგის პლატფორმა Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი, Boeing C-17A Globemaster III მოსკოვში დაახლოებით 10:00 საათზე დაეშვა.

თვითმფრინავი ვაშინგტონის მახლობლად მდებარე ენდრიუსის სამხედრო ბაზიდან აფრინდა და ლიეტუვის გავლით რუსეთის დედაქალაქში ჩაფრინდა.

რუსული მედიის წყაროს ცნობით, მანამდე თვითმფრინავი ჩარლსტონის აეროპორტშიც იმყოფებოდა.

ამერიკული თვითმფრინავის მოსკოვში ჩაფრენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay