პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home მსოფლიო რუსეთში, აზოვსა და ტაგანროგში მდებარე ნავთობბაზებზე, სამხედრო-სამრეწველო ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დრონებით იერიშები განხორციელდა

რუსეთში, აზოვსა და ტაგანროგში მდებარე ნავთობბაზებზე, სამხედრო-სამრეწველო ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დრონებით იერიშები განხორციელდა

by admin

10 ივლისის ღამითა და დილით უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის როსტოვის ოლქზე თავდასხმა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, აზოვში დარტყმის სამიზნე ნავთობბაზები და ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა გახდა, ხოლო ტაგანროგში – საპორტო ნავთობტერმინალი.

რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დრონებით შეტევა განხორციელდა ტაგანროგსა და აზოვზე.

Exilenova+-ის ინფორმაციით, აზოვში თავდასხმის სამიზნე გახდა „აზოვის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა“, რომელიც ოპტიკურ-ელექტრონული, რადიოლოკაციური და მაღალი სიზუსტის სისტემების წარმოებაზეა სპეციალიზებული და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შემადგენლობაში შედის.

ამასთან, ვრცელდება ცნობები ნავთობბაზებზე გაჩენილი ხანძრების შესახებ.

გარდა ამისა, ტაგანროგში ხანძარი გაჩნდა საპორტო ტერმინალ „კურგანნეფტეპროდუქტის“ ობიექტზე, რომლის ძირითადი საქმიანობა ნავთობპროდუქტების საზღვაო გემებიდან გადმოტვირთვა და გემებზე ჩატვირთვაა.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა ასევე განაცხადა, რომ დრონებით შეტევა განხორციელდა ქალაქებში ტაგანროგსა და აზოვში, ასევე აზოვის და მატვეევო-კურგანის რაიონებში.

მისი თქმით, აზოვის რაიონის სოფელ კაგალნიკში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

აზოვში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობპროდუქტების შესანახ ორ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

„ხანძრის ლიკვიდაცია გრძელდება, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, – განაცხადა მან.

სლიუსარის თქმით, ტაგანროგშიც, საზღვაო პორტის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობა გრძელდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay