პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home მსოფლიო ირანმა დონალდ ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავა – The Wall Street Journal

ირანმა დონალდ ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავა – The Wall Street Journal

by admin

ისრაელმა შეერთებულ შტატებს ახალი სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლებიც, მისი მტკიცებით, მიუთითებს ირანის ახალ გეგმაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის შესახებ.

ამის შესახებ The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ირანი წლების განმავლობაში ღიად აცხადებდა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი უმაღლესი გენერლი ყასემ სოლეიმანისს ლიკვიდაციისთვის ტრამპზე შურისძიებას აპირებდა. სოლეიმანი ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, აშშ-ის ოპერაციის შედეგად დაიღუპა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში ისრაელის საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია კომენტარის გარეშე დატოვა, ხოლო გაერო-ში ირანის წარმომადგენლობამ ჟურნალისტების მოთხოვნას საერთოდ არ უპასუხა.

ამასთან, თეთრ სახლში ამ ცნობების კომენტირებისას გაიხსენეს ტრამპის განცხადება, რომელიც მან ოთხშაბათს ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„მათ სურთ აშშ-ის ლიდერის – ჩემი ლიკვიდაცია… მათ ყველა სიაში ვარ. დღეს დილით ვნახე, რომ მათ ყველა სიაში ვარ. ჯერჯერობით, ვფიქრობ, ცოტა გამიმართლა, მაგრამ ეს შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს,“ – განაცხადა ტრამპმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay