89
„ლიდერობა ღირსებით?“ – ამ ორი სიტყვით ეხმაურება შეერთებული შტატების საელჩო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც 2 დეკემბერს თქვა, რომ „საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა“, როდესაც მორიგი კომენტარი გააკეთა საპროტესტო ტალღაზე, რომელიც მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი.
ირაკლი კობახიძე, 2024 წლის 2 დეკემბერი: „საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება კიდევ იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ, მაგალითად, კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში, ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.“