შაბათი, აპრილი 18, 2026
Home სპორტი საქართველოს მეტოქეები U21 ევრო 2025-ზე ცნობილია

საქართველოს მეტოქეები U21 ევრო 2025-ზე ცნობილია

by admin

ბრატისლავის სლოვაკეთის ფილარმონიის შენობაში 2025 წლის ევროს ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროზე მეტოქეების ვინაობა გაიგო.

ფინალურ ეტაპზე გასული გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათში იყო.

წილისყრაზე დამსწრე საზოგადოებას ვიდეომესიჯით მიმართა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა, შემდეგ სიტყვით გამოვიდა სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ამის შემდეგ ორგანიზატორებმა წინა ახალგაზრდული ევროს ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები აჩვენეს. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი 2023 წელს საქართველოსა და რუმინეთში გაიმართა. ვიდეოკლიპში საქართველოს ნაკრების მონაწილეობითაც მოხვდა რამდენიმე ეპიზოდი.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა პორტუგალიასთან, საფრანგეთთან და პოლინეთთან ერთად.

A ჯგუფი

სლოვაკეთი
ესპანეთი
იტალია
რუმინეთი

B ჯგუფი

ჩეხეთი
ინგლისი
გერმანია
სლოვენია

C ჯგუფი

პორტუგალია
საფრანგეთი
პოლონეთი
საქართველო

D ჯგუფი

ფინეთი
ნიდერლანდები
უკრაინა
დანია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay