სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
Home მსოფლიო ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

by admin

ჩინეთი და რუსეთი ივლისში ქალაქ ცინდაოს მახლობლად წყლებსა და საჰაერო სივრცეში საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ, რასაც წყნარ ოკეანეში ერთობლივი საზღვაო პატრულირება მოჰყვება, – ინფორმაციას Bloomberg-ი ჩინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთის თავდაცვის უწყების ცნობით, „ერთობლივი ზღვა – 2026“-ის აქტივობები ორი ქვეყნის სამხედროებს შორის ყოველწლიური თანამშრომლობის გეგმის ნაწილია და მისი მიზანი უსაფრთხოების გამოწვევების გადაჭრა და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა.

უწყება წვრთნების ვადებისა და ჩართული ძალების შესახებ დეტალებს არ ავრცელებს.

წვრთნების შემდეგ, ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები წყნარ ოკეანეში ერთობლივ საზღვაო პატრულირებას განახორციელებენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay