კვირა, ივნისი 21, 2026
Home მსოფლიო ვესაუბრე დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს, ეს იყო მნიშვნელოვანი საკოორდინაციო საუბარი, რომელმაც შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს – ვოლოდიმირ ზელენსკი

ვესაუბრე დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს, ეს იყო მნიშვნელოვანი საკოორდინაციო საუბარი, რომელმაც შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის” სამიტის შემდეგ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან.

ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საუბრის მთავარი მიზანი „დიდი შვიდეულის” სამიტზე გამართული მოლაპარაკებების შეჯამება იყო.

„ახლახან ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ეს იყო მნიშვნელოვანი საკოორდინაციო საუბარი, რომელმაც შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს. შევაჯამეთ G7-ის სამიტზე გამართული ჩვენი მოლაპარაკებების შედეგები.

მადლიერი ვარ პრეზიდენტ ტრამპის უკრაინისადმი ყურადღებისა და მშვიდობის დამყარების ხელშეწყობის მზადყოფნისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მან მაკრონს მადლობა გადაუხადა „სამიტის შესანიშნავი ორგანიზებისა და უცვლელად ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა G7-ის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ჰქონდა „ძალიან კარგი საუბრები“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ზელენსკისთან. მისი თქმით, ორივე ლიდერს ომის დასრულება სურს, თუმცა „არ იციან, როგორ“

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay