ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home საზოგადოება საქსტატი – ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბოსტნეულზე ფასები 17.9%-ით, შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე 3.4%-ით, ზეთსა და ცხიმზე 3.3%-ით გაიზარდა

საქსტატი – ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბოსტნეულზე ფასები 17.9%-ით, შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე 3.4%-ით, ზეთსა და ცხიმზე 3.3%-ით გაიზარდა

by admin

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბოსტნეულზე ფასები 17.9%-ით, შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე 3.4%-ით, ზეთსა და ცხიმზე 3.3%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2.6%-ით მოიმატა თევზეულის ფასმაც, ასევე რძე, ყველი და კვერცხი 1%-ით გაძვირდა.

„საქსტატის ინფორმაციით“ ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-3.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (-1.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.4%).

„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.3 პროცენტი), თევზეული (2.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.0 პროცენტი),“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay