ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
Home მსოფლიო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინსა და იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებს დაარტყა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინსა და იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებს დაარტყა

by admin

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ ოთხშაბათს გამთენიისას აშშ-ის სამიზნეების წინააღმდეგ რაკეტები და დრონები გაუშვა, მას შემდეგ, რაც ამერიკამ ირანზე იერიშები მიიტანა. აშშ-ის ეს თავდასხმები, თავის მხრივ, ირანის მიერ ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხო ქმედება იყო. ამის შესახებ CNN იუწყება.

IRGC-ის განცხადებით, სამიზნეებს შორის იყო აშშ-ის სამხედრო ბაზა იორდანიაში, ასევე ბაჰრეინში განთავსებული აშშ-ის მეხუთე ფლოტი.

ბაჰრეინსა და ქუვეითში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „მტრულ საჰაერო სამიზნეებს“ ანეიტრალებდნენ.

მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა,აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ „აშშ-ის არც ერთი თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება.“

შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ, ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay