პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home პოლიტიკა დასანქცირება მკაფიო გზავნილი იქნება, რომ როცა ევროკავშირი სიტყვას იძლევა, იგი სიტყვას ასრულებს

დასანქცირება მკაფიო გზავნილი იქნება, რომ როცა ევროკავშირი სიტყვას იძლევა, იგი სიტყვას ასრულებს

by admin

რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირება მკაფიო გზავნილი იქნება, რომ როცა ევროკავშირი სიტყვას იძლევა, იგი სიტყვას ასრულებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა TVP World-თან ინტერვიუში განაცხადა.   

“ბევრი რამ მათ მკაფიო გზავნილებსა და მკაფიო გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ცხადია, სანქციების დაწესება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებლები არიან. ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია და ეს მკაფიო გზავნილი იქნება იმისა, რომ როცა ევროკავშირი სიტყვას იძლევა, იგი სიტყვას ასრულებს. იმისთვის, რომ შეაჩერო რაც აქ ხდება, ან ხვალ შეიძლება სხვაგან მოხდეს, რეაგირებაა საჭირო და რეაგირებაა საჭირო უკრაინის მხარდასაჭერადაც, რადგან ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება, რა თქმა უნდა, გავლენას საქართველოზე ახდენს. ასე რომ, ეს მთელი სურათია, რომელშიც რუსეთს არ უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ იგრძნოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს და გამოიყენოს ის, რასაც იგი დასავლეთის სისუსტედ აღიქვამს”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay