8
მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა აშშ-სთან საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა.
“რაც შეეხება ურთიერთგაგების მემორანდუმს, შეტყობინებების გაცვლა გრძელდება, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. ამ ეტაპზე ომის დასრულების საკითხზე ვართ კონცენტრირებული”, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა