შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა ბაიდენის ომი ტრამპის ომად გადაიქცა – სერგეი ლავროვი

ბაიდენის ომი ტრამპის ომად გადაიქცა – სერგეი ლავროვი

by admin

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინა-რუსეთის ომში მედიატორის როლს არ ასრულებს და უკრაინის მხარდამჭერ მხარედ არის წარმოდგენილი.

“ჩვენი კოლეგები ყოველთვის გვეუბნებოდნენ… და დონალდ ტრამპიც საჯაროდ აღნიშნავდა; “მე.რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა. ეს ბაიდენის ომია, ის არავის სჭირდება, ადამიანები იღუპებიან.“… მაგრამ ის, რაც კონგრესში თქვა მარკო რუბიომ, აჩვენებს საპირისპიროს – რომ აშშ არა მედიატორი, არამედ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყანაა და მიუთითებს, რომ ეს ომი, რომელიც ბაიდენის მმართველობის დროს დაიწყო, ტრამპის ომად იქცა…. იმის გათვალისწინებით, რაც მარკო რუბიომ თქვა – მე მასთან საქმიანი ურთიერთობა მაქვს, დაახლოებით ორი კვირის წინ უკრაინაში არსებულ სიტუაციას განვიხილავდით, იმის გათვალისწინებით, რაც მან თქვა უკრაინის მხარდაჭერაზე, ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობს განსხვავება აშშ-ისა და ევროპის მიდგომებს შორი,” – განაცხადა ლავროვმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay