6
საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ დარტყმების განახლებისთვის საკმარისი საბრძოლო მასალა გვაქვს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა სინგაპურში, კონფერენციაზე – „შანგრი-ლას დიალოგი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“საჭიროების შემთხვევაში, განახლების სრული შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენი მარაგები ამისთვის სრულიად საკმარისია, როგორც იქ, ისე მთელ მსოფლიოში, რადგან ჩვენ ძვირადღირებულ და მასობრივი წარმოების საბრძოლო მასალას შორის ბალანსს ვიცავთ. დილით პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და მას სურდა აღმენიშნა, თუ როგორ მოთმინებას იჩენს იმისთვის, რომ ნებისმიერი შეთანხმება ამერიკისთვის კარგი და შესანიშნავი იყოს. ის ამის მიღწევას მოთმინებით ცდილობს”, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.