შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის დახმარების გაწევას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის დახმარების გაწევას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

by admin

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 226 ხმით 195-ის წინააღმდეგ მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ნავთობსა და გაზთან დაკავშირებული ახალი სანქციების დაწესებას და უკრაინისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ხმა „დემოკრატებთან“ ერთად 18-მა „რესპუბლიკელმაც“ მისცა.

კანონპროექტი მოიცავს მკაცრ სანქციებს რუსეთის ლიდერებისა და ინსტიტუტების მიმართ, მათ შორის წამყვანი ბანკების, ნავთობისა და სამთო კომპანიების მიმართ. ის ასევე მოიცავს 500%-იან ტარიფებს აშშ-ში იმპორტირებულ ყველა რუსულ საქონელზე და რუსული ნედლი ნავთობის აშშ-ში იმპორტის აკრძალვას.

კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის ახალი სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენას, მათ შორის იარაღის გაყიდვისთვის 8 მილიარდი დოლარის გამოყოფის ნებართვას და ბაიდენის ეპოქის სამხედრო სესხის გაცემის პროგრამის გაგრძელებას.

CNN-ის ცნობით, ოთხშაბათს, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა „რესპუბლიკელებს“ მოუწოდა, წინააღმდეგობა გაეწიათ კანონპოექტისთვის. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთთან მოლაპარაკებების სივრცე უნდა მისცენ.

კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცებას ბევრი წყარო წინასწარმეტყველებდა როგორც „დემოკრატიულ“ ასევე „რესპუბლიკურ“ პარტიაში, თუმცა დასძენდნენ, რომ სენატში მისი ბედი გაურკვეველია.

СNN-ი განმარტავს, რომ თუ კანონპროექტს სენატშიც დაამტკიცებენ, ეს იქნება კონგრესის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით 2024 წლის გაზაფხულის კანონპროექტის შემდეგ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ თანამდებობაზე იყო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay