სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
Home მსოფლიო ერევანში ზელენსკის ვიზიტმა აჩვენა, თუ რა მომავალს უმზადებს ევროკავშირი სომხეთს – მარია ზახაროვა

ერევანში ზელენსკის ვიზიტმა აჩვენა, თუ რა მომავალს უმზადებს ევროკავშირი სომხეთს – მარია ზახაროვა

by admin

ერევანში ზელენსკის ვიზიტმა აჩვენა, თუ რა მომავალს უმზადებს ევროკავშირი სომხეთს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს ნამდვილი საჩუქარია, რომ სომეხ ხალხს აჩვენო ბრიუსელის მიერ გამოზრდილი ადამიანი, რომელიც იმის განსახიერება გახდა, თუ როგორ ექცევა ევროკავშირი ე.წ. ახალგაზრდა დემოკრატიებს. სომხეთი ევროპის მილიტარიზაციის გეგმებში შედის და მასაც ევროკავშირის ამავე ფრონტისკენ ჩაითრევენ. რუსულმა საზოგადოებამ ღრმა აღშფოთებითა არა მხოლოდ დაინახა, არამედ დაიმახსოვრა ის ფაქტი, რომ სომხეთი, რომელსაც ჩვეულებრივ რუსეთი მოძმე და მეგობრულ ქვეყნად თვლის, კიევის ნეონაცისტური რეჟიმის მეთაურისთვის ტრიბუნას წარმოადგენდა”, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay