პარასკევი, ივნისი 12, 2026
Home მსოფლიო ირაკლი კობახიძე სომხეთში ჩავიდა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე სომხეთში ჩავიდა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

by admin

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ერევნის “ზვარტნოცის” საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი დახვდა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართება.

ირაკლი კობახიძე ერევანს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay