ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home პოლიტიკა ამერიკელმა სამხედროებმა უკრაინის მიერ შემუშავებული დრონებთან ბრძოლის ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყეს

ამერიკელმა სამხედროებმა უკრაინის მიერ შემუშავებული დრონებთან ბრძოლის ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყეს

by admin

ამერიკელმა სამხედროებმა დაიწყეს უკრაინის მიერ შემუშავებული დრონებთან ბრძოლის ტექნოლოგიების გამოყენება საუდის არაბეთში მდებარე ნაზაზე, მას შემდეგ რაც დაფიქსირდა ირანის დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების სერია.

ამის შესახებ Reuters წერს.

საუბარია სისტემაზე „Sky Map“ („ცის რუკა“), რომელიც განთავსდა პრინც სულთნის საჰაერო ბაზაზე. სისტემა შექმნილია კომპანია Sky Fortress-ის მიერ და ბოლო კვირებში იქნა დანერგილი.

ამასთან, ადგილზე  უკრაინელი სამხედროებიც ჩავიდნენ და ამერიკულ ქვედანაყოფებს გადამზადებაში ეხმარებიან.

Sky Map გამოიყენება საჰაერო საფრთხეების, მათ შორის ირანული Shahed-ის ტიპის დრონების აღმოჩენისა და მათი განადგურების კოორდინაციისთვის. სისტემა აერთიანებს რადარებისა და სენსორების მონაცემებს ერთიან მართვის პლატფორმაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay