1
ფელდმარშალ სეიდ ასიმ მუნირის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩვენი თხოვნის კეთილგანწყობით მიღებისთვის, – ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
“გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ორივე მხარე გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას და შეძლებს ყოვლისმომცველი „სამშვიდობო შეთანხმების“ დადებას ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე, კონფლიქტის სამუდამოდ დასრულების მიზნით”, – წერს პაკისტანის პრემიერი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პაკისტანის თხოვნით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაახანგრძლივა