ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
Home მსოფლიო ჯეი დი ვენსის პაკისტანში ვიზიტი გაუქმდა

ჯეი დი ვენსის პაკისტანში ვიზიტი გაუქმდა

by admin

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის პაკისტანში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დაგეგმილი ვიზიტი გაუქმდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი სამშაბათს დილით უნდა გაფრენილიყო პაკისტანის დედაქალაქში, სადაც მოლაპარაკებების განახლება ოთხშაბათს იყო დაგეგმილი.

“ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას თეთრი სახლი გამოაცხადებს”, – განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯეი დი ვენსი ირანელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გასამართად პაკისტანში ჩავიდოდა.

ვიზიტი მას შემდეგ გაუქმდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ვადის გახანგრძლივებას დათანხმდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay