შაბათი, აპრილი 25, 2026
Home მსოფლიო რუსი სენატორი – დასავლეთის მიზანია რუსეთისგან საქართველოს ჩამოშორება

რუსი სენატორი – დასავლეთის მიზანია რუსეთისგან საქართველოს ჩამოშორება

by admin

რუსი სენატორი, ალექსეი პუშკოვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა:     

“პირველი პრობლემა – პოლიტიკური. ევროკავშირის კურსი საქართველოს მიმართ აჩვენებს, რომ ბრიუსელში უკვე ატარებენ ან აპირებენ გაატარონ კურსი, რომლის მიზანიც იქნება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია, ამჟამად მმართველი ქართული ოცნების პოზიციების შერყევისა და ევროკავშირის “მეხუთე კოლონა” პროდასავლური ოპოზიციის მიერ მმართველობის გადატაცების მიზნით. ახლო მომავალში მთავრობამ რომც შეძლოს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მღელვარების ჩაცხრობა, მათ გამწვავებას კვლავ შეეძლებიან, რისთვისაც სხვადასხვა საბაბებს გამოიყენებენ. ასეთი პოლიტიკა უკვე იქნა გამოყენებული მოლდოვასა და უკრაინის მიმართ, ცნობილი რეზულტატით.

მეორე პრობლემა – სამხედრო-პოლიტიკური. დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაში ოპოზიციის მოყვანისკენ მხოლოდ იმისთვის კი არ ისწრაფის, რომ შექმნან კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც დიდწილად ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მართავენ. ამ პოლიტიკური ოპერაციის მიზანია რუსეთისგან საქართველოს ჩამოშორება და მისთვის დაძალება, ეკონომიკური ინტერესების მიუხედავად, შეუერთდნენ დასავლურ სანქციებს. შესაძლებელია ის საკუთარ სამხედრო მოკავშირედაც გახადონ რუსეთის წინააღმდეგ. ასე საქართველო რისკავს გეოსტრატეგიულ თამაშში სხვისა და სხვისი ინტერესების ფიგურა გახდეს.

მესამე პრობლემა – ღირებულებებისა და იდეოლოგიის. ქართული ოცნებისა და მისი პოლიტიკისთვის ხმის მიცემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილი, არ მიიღონ “ევროპული ღირებულებები” ერთნაირსქესიანთა ქორწინების, “მესამე სქესის” თეორიებისა და ტრანსგენდერების “კულტურის” სახით, რომელთაც გარდაუვალი და განჭვრეტადი შედეგები აქვთ სხვადასხვა სახის სოციალური ნგრევის ფორმით. ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ცხოვრება “ისე, როგორც ევროპაში”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay