5
აშშ-მა არ უნდა დააფინანსოს უკრაინაში მიმდინარე ომი, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ჯორჯიის უნივერსიტეტში Turning Point USA-ის ღონისძიებაზე განაცხადა:
“უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტა ერთ-ერთია, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ. ჩვენ ოფიციალურად გამოვედით უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დაფინანსების საქმიდან. მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენმა ხალხმა პრიორიტეტი მიანიჭა თავის მოქალაქეებს და არა კონფლიქტს ათასობით კილომეტრის მოშორებით. ჩვენ ევროპას ვუთხარით: თუ თქვენ იარაღის შეძენა გსურთ, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგრამ, ახლა აშშ იარაღს აღარ ყიდულობს და უკრაინაში აღარ აგზავნის. ამ საქმეში უკვე აღარ ვართ და ეს ძალიან კარგია”