პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home პოლიტიკა უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებას ვუსურვებთ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალ რეალობაში არსებითად შესუსტდება ევროკავშირში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა – ოპოზიციური ალიანსი

უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებას ვუსურვებთ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალ რეალობაში არსებითად შესუსტდება ევროკავშირში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა – ოპოზიციური ალიანსი

by admin

“ოპოზიციური ალიანსი” ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად, – ასე ეხმაურება “ოპოზიციური ალიანსი” უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს.

ალიანსი უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ “უნგრელი ხალხის არჩევანით შექმნილ ახალ რეალობაში არსებითად შესუსტდება ევროკავშირში და მთლიანად თავისუფალ სამყაროში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა და გაღრმავდება უსაფრთხოების სფეროში თავისუფალ ერთა თანამშრომლობა.”

“უნგრეთი წარმოადგენს ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს, რაც ვიქტორ ორბანის მხრიდან მარცხის აღიარებაშიც მკაფიოდ გამოიხატა: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება დემოკრატიული ტრადიციის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. უნგრეთის მყარი და მკაფიო პოზიცია რუსეთთან და თავისუფალი სამყაროს სხვა მტრებთან მიმდინარე დაპირისპირებაში უაღესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. ვუსურვებთ უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ უნგრელი ხალხის არჩევანით შექმნილ ახალ რეალობაში არსებითად შესუსტდება ევროკავშირში და მთლიანად თავისუფალ სამყაროში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა და გაღრმავდება უსაფრთხოების სფეროში თავისუფალ ერთა თანამშრომლობა”, – ნათქვამია განცხადებაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay