პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home პოლიტიკა პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

by admin

პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოლაპარაკებებში პაკისტანი შუამავლის როლს ასრულებს.

აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს და მასში ასევე შედიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი.

ამერიკელების მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებიან ვენსის მთავარი მრჩევლები – ენდრიუ ბეიკერი (მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) და მაიკლ ვენსი (სპეციალური მრჩეველი აზიის საკითხებში).

ირანის დელეგაცია 71 ადამიანს მოიცავს, მათ შორის მომლაპარაკებლებს, ექსპერტებს და მედიისა და უსაფრთხოების წარმოადგენლებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay