შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გატარებასთან დაკავშირებით ირანის მოქმედება შეთანხმების პირობებს არ შეესაბამება – დონალდ ტრამპი

ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გატარებასთან დაკავშირებით ირანის მოქმედება შეთანხმების პირობებს არ შეესაბამება – დონალდ ტრამპი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, თუ როგორ მოქმედებს ირანი ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის გადაზიდვისას აშშ-სა და ირანს შორის დადებული შეთანხმების პირობებს არ შეესაბამება.

„ირანი ძალიან ცუდად -ზოგიერთის შეფასებით, არაკეთილსინდისიერადაც – ახდენს ნავთობის გატარებას ჰორმუზის სრუტეში. ეს არ არის ის შეთანხმება, რაც ჩვენ გვაქვს!“- წერს ტრამპი Truth Social-ში.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ირანი ჰორმუზის სრუტეში გამავალ ტანკერებს გადასახადებს აწესებს.

„არსებობს ცნობები, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში გამავალ ტანკერებს საკომისიოს აკისრებს — უმჯობესია, ეს ასე არ იყოს და თუ ასეა, უმჯობესია, ახლავე შეწყვიტონ!“ – აცხადებს ტრამპი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay