ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
Home პოლიტიკა ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი დიდი მოწამე ლიდერის, ხამენეის, სისხლის ნაყოფი და მთელი ხალხის ადგილზე ყოფნის მიღწევა იყო – ირანის პრეზიდენტი

ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი დიდი მოწამე ლიდერის, ხამენეის, სისხლის ნაყოფი და მთელი ხალხის ადგილზე ყოფნის მიღწევა იყო – ირანის პრეზიდენტი

by admin

ირანის სასურველი ზოგადი პრინციპების მიღებით შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი დიდი მოწამე ლიდერის, ხამენეის, სისხლის ნაყოფი და მთელი ხალხის ადგილზე ყოფნის მიღწევა იყო, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“დღეიდან ჩვენ ერთად დავრჩებით. იქნება ეს დიპლომატიის სფერო, თავდაცვის სფერო, ქუჩა თუ მომსახურების მიწოდების სფერო”, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

მანამდე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე კომენტირებისას ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მუჰამედ რეზა არეფმა X-ზე დაწერა, რომ “ირანის ერა დაიწყო”, ხოლო ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ აშშ-მა “უდავო, ისტორიული და გამანადგურებელი მარცხი განიცადა”.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay