ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
Home მსოფლიო ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უგონო მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უგონო მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობენ

by admin

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი, ქმედუუნაროა და სამედიცინო მკურნალობას წმინდა ქალაქ ყუმში გადის, – The Times-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია დიპლომატიურ ჩანაწერში, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-სა და ისრაელის სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება და სპარსეთის ყურის მოკავშირეებს გაუზიარეს.

დოკუმენტის თანახმად, ლიკვიდირებული ყოფილი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შვილი, უგონო და მძიმე მდგომარეობაშია.

“მოჯტაბა ხამენეი ყუმში მძიმე მდგომარეობაში მკურნალობს და რეჟიმის რაიმე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ შეუძლია”, – აღნიშნულია ჩანაწერში.

ირანმა მარტში დაადასტურა, რომ ახალი უზენაესი ლიდერი ომის პირველივე დღეს იმავე საჰაერო თავდასხმის დროს დაიჭრა, რომლის დროსაც მისი მამა, დედა, მეუღლე ზაჰრა ჰადად-ადელი და ერთ-ერთი ვაჟი დაიღუპნენ. ომის დაწყებს შემდეგ მოჯტაბა ხამენეი საჯაროდ არასდროს გამოჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ მარტის დასაწყისში ის მამამისის მემკვიდრედ აირჩიეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay