ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
Home პოლიტიკა უნგრეთის არჩევნებში არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს, უნგრეთის ისტორია არ იწერება ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში – პეტერ მადიარი ჯეი დი ვენსის ვიზიტზე

უნგრეთის არჩევნებში არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს, უნგრეთის ისტორია არ იწერება ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში – პეტერ მადიარი ჯეი დი ვენსის ვიზიტზე

by admin

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამშაბათს, 7 აპრილს, უნგრეთში გაემგზავრა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

წყაროების ცნობით, ორდღიანი ვიზიტის დროს, რომელიც 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართება, ვენსი ორბანს შეხვდება და მასთან ერთად წინასაარჩევნო მიტინგში მიიღებს მონაწილეობას.

„მოუთმენლად ველი ჩემს კარგ მეგობარ ვიქტორთან შეხვედრას და განვიხილავთ შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს“, – განუცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უნგრეთში გამგზავრებამდე.

უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა რომ უნგრეთის არჩევნებში არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს:
უნგრეთის არჩევნებში არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს, უნგრეთის ისტორია არ იწერება ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში – განაცხადა პეტერ მადიარიმ ჯეი დი ვენსის ვიზიტზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay