ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home პოლიტიკა აშშ განიხილავს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ნაწილი ახლო აღმოსავლეთში გაგზავნოს

აშშ განიხილავს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ნაწილი ახლო აღმოსავლეთში გაგზავნოს

by admin

პენტაგონი უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემას წყაროებმა განუმარტეს, რომ საუბარია საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებზე, რომლებიც ნატო-ს ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის იყო შეძენილი.

წყაროების ცნობით, პენტაგონს უკრაინის ნაცვლად სამხედრო დახმარების ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ამერიკელ სამხედროებსა და პარტნიორებს ყველაფერი ჰქონდეთ, რაც ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის სჭირდებათ“, -განუცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა გამოცემას

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay