PURL პროგრამაში, რომლითაც უკრაინას ამერიკული იარაღი მიეწოდება, არანაირი ცვლილებები არ მომხდარა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა:
“დაფინანსების ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ პრიორიტეტებზე: საჰაერო თავდაცვაზე, დრონებზე და შორი მანძილის საბრძოლო მასალაზე. ეს არის მთავარი პრიორიტეტები. გადამწყვეტი მნიშვნელობა PURL ინიციატივას აქვს, რომელიც აგრძელებს საჰაერო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საშუალებების და რუსების შესაკავებლად სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობის მიწოდებას. PURL პროგრამაში არანაირი ცვლილებები არ მომხდარა და ის ფუნქციონირებას აგრძელებს, მაგრამ საჭიროა მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ მისი დაფინანსება”.
ნატო გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სხვა გამოწვევების ფონზე მოკავშირეებმა უკრაინის შეუფერხებელი მხარდაჭერა უნდა უზრუნველყონ და აღნიშნა, რომ “არ შეგვიძლია უკრაინის ხედვის არეალიდან დაკარგვა”