69
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა. საკითხის დღის წესრიგში შეტანას “დეპუტატების” არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი და სესია არ შედგა.
ადგილობრივი მედიის თანახმად, საპროტესტო აქციაზე ხალხი დილიდან იკრიბებოდა, რუსეთისა და აფხაზეთის დროშებით. ისმოდა შეძახილები: არ გაყიდოთ ქვეყანა, არ ჩაიდინოთ ღალატი. ე.წ. პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილების კოლონა ჩააყენეს და ჟურნალისტებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ