66
სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ.
“ოპოზიციის” მომხრე მომიტინგეები 15 ნოემბრის დილას ე.წ. პარლამენტთან შეიკრიბნენ, სადაც მარიონეტული რეჟიმის დეპუტატები სხდომას მართავდნენ.
ხალხმა შენობასთან მდებარე ჯებირი ჩამოიღო და “პარლამენტის” ეზოში შეიჭრა. მათ შეჩერებას ე.წ. სამართალდამცავები ცდილობენ.