უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დროს მოკავშირეებმა ქვეყანას 35 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება აღუთქვეს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ ბრიუსელში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საკონტაქტო ჯგუფის მისია უცვლელი რჩება – მხარი დაუჭიროს უკრაინას დღევანდელ ბრძოლაში და ხელი შეუწყოს მშვიდობის უზრუნველყოფას ხვალ.
“შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი უკრაინას 35 მილიარდი დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას გამოუყოფს”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
“ასეთი ერთიანი და მტკიცე არასდროს ვყოფილვართ. გავზრდით სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, გავზრდით ზეწოლას რუსეთზე და გვსურს, რომ 2026 წელი იყოს ამ ომის დასრულების წელი, წელი, როდესაც მშვიდობას მივაღწევთ”, – აღნიშნა ჰილიმ