აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი უნგრეთთან და სლოვაკეთთან რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმის საკითხს განიხილავს.
კითხვაზე, მოუწოდებს თუ არა აშშ უნგრეთს და სლოვაკეთს, შეწყვიტონ რუსული ენერგომატარებლების შეძენა, რუბიომ უპასუხა, რომ შესაბამისი მოლაპარაკებები გაიმართება.
“ჩვენ მათთან ამაზე საუბარი გვექნება. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს. დეტალებში არ შევალ იმის შესახებ, თუ რაზე ვისაუბრებთ ამ შეხვედრებზე. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ჩვენთან ერთად ძალიან ძლიერები არიან, თანამშრომლობენ შეერთებულ შტატებთან, ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან. ეს კარგი შესაძლებლობა იყო, მენახა ისინი და ორი ქვეყანა, სადაც არასდროს ვყოფილვარ”, – აღნიშნა რუბიომ.
ცნობისთვის, რუბიო მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 13-15 თებერვალს იმართება, გერმანიაში გაემგზავრა. შემდეგ, 15-16 თებერვალს, სახელმწიფო მდივანი ბრატისლავას და ბუდაპეშტს ეწვევა