შაბათი, თებერვალი 14, 2026
Home მსოფლიო ჩინეთი უკრაინას ენერგეტიკული დახმარების პაკეტს გადასცემს – ანდრეი სიბიგა

ჩინეთი უკრაინას ენერგეტიკული დახმარების პაკეტს გადასცემს – ანდრეი სიბიგა

by admin

ჩინეთმა გადაწყვიტა, უკრაინას ენერგეტიკული სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების დამატებითი პაკეტი გამოუყოს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

“მიუნხენში მნიშვნელოვანი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან. ყურადღება გავამახვილეთ ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი სავაჭრო და ორმხრივი კავშირების განვითარების გზებზე. დავადასტურე უკრაინის ინტერესი ჩინეთთან უმაღლეს დონეზე კონტაქტების მიმართ. განვიხილეთ სამშვიდობო ძალისხმევა და ჩინეთის მნიშვნელოვანი როლი ომის დასრულებაში. მადლობელი ვარ პეკინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, უკრაინის ენერგეტიკისთვის ჰუმანიტარული დახმარების დამატებითი პაკეტი გამოყოს”, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, ვან ის მიაწოდა ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების, უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის თავდასხმების და რუსული დარტყმების შედეგად ჩინური კომპანიებისთვის მიყენებული ზარალის შესახებ. შეხვედრა დასრულდა კონტაქტებისა და ორმხრივი ვიზიტების გაგრძელების შეთანხმებით და მან ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში მიიწვია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay