შაბათი, თებერვალი 14, 2026
Home მსოფლიო მარკო რუბიო დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა

მარკო რუბიო დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა

by admin

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებს, მეტე ფრედერიკსენს და იენს-ფრედერიკ ნილსენს შეხვდა.

შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

დანიის პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო.

“მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და გრენლანდიის მთავრობის თავმჯდომარე იენს-ფრედერიკ ნილსენთან კონსტრუქციული საუბარი შედგა. მუშაობა გაგრძელდება მაღალი დონის სამუშაო ჯგუფში, შეთანხმების შესაბამისად”, – წერს ფრედერიკსენი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay